Friday, September 9, 2011

პროექტი


პროექტის სახელწოდება
კითხვის ტექნიკის გაუმჯობესება დაწყებით საფეხურზე

პროექტის მთავარი იდეა
მოსწავლეებში კითხვის სიყვარულის ჩანერგვა. საკუთარი შესაძლებლობების რწმენა. ინტერ და ინტრაპერსონალური უნარჩვევების განვითარება. თანამედროვე სტრატეგიების მოხმარება.
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები თავად მიიღებენ მონაწილეობას
თითოეული აქტივობის განხორციელებაში.
ითანამშრომლებენ, შექმნიან, დაგეგმავენ,
მოიძიებენ  პროდუქტს, რეკვიზიტს, რესურსს.
დახვეწავენ კითხვის ტექნიკას ეფექტური მეტოდების  და ისტი-ის გამოყენებით
 მოტივირებულები.
პროექტის მიზნები

  1.       კითხვაში ჩამორჩენილ მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება.
  2.   წიგნის მიმართ დაინტერესების გაზრდა სკოლის, ოჯახის, ზოგადოების  ჩართულობის შედეგად.
  3. ისტ–ის  გამოყენება კითხვის უნარ-ჩვევების დასახვეწად.
მონაწილეთა ასაკი
6 -12 წელი .
ვადები/ხანგრძლივობა
პროექტი გათვლილია მთელ წელზე. თითოეული საქმიანობა ემსახურება  ეტაპობრივად მიზნის მიღწევას.  შესაძლოა იგივე საქმიანობები გაგრძელდეს მომავალ წელსაც,რადგან კითხვის დახვეწა ხანგრძლივი
პროცესია.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას
 პროექტის წარმატებით განხორციელების  შედეგად:

1. სკოლის  ბიბლიოთეკასთან  ჩამოყალიბდება
აქტიურ  მკითხველთა წრე.
2.  ბიბლიოთეკა  შეივსება „ალუმნაის“  პროგრამით შეძენილი წიგნებით.
3. შეიქმნება საკლასო ბიბლიოთეკა.
4.დამზადდება „დიდი წიგნი“.
5.დამრიგებლები შემოიღებენ  კლასებში ინდიდვიდუალურ „მიმოწერის დღიურებს“.
6.მკითხველთა თეატრისათვის  მოსწავლეეები
დაამზადებენ  მოსაწვევს,აფიშას,რეკვიზიტებს.
7.მშობლები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებინ ბავშვებისათვის მიცემულ დავალებებს.ხშირ კონტაქტში  იქნებიან სკოლასთან.  მოსწავლეებს დაეტყობათ ოჯახისა და საზოგადოების გავლენა.
8.მოეწყობა პოეზიის  საღამო.



პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
წიგნადი ფონდი.კომპიუტერი.პროექტორი. ადამიანური რესურსი (პოეტი)
ზღაპარი „წითელქუდა“. აუდიო-ვიდეო მასალები (გამართული კითხვის ნიმუშების).
საიტი www.readerstheartegeo.wikispaces.com
პროექტის მსვლელობა
1.1    სკოლის  ბიბლიოთეკასთან  ჩამოყალიბდეს აქტიურ  მკითხველთა  წრე
 წიგნის  მეგობრები“. (განსაკუთრებით  კითხვაში ჩამორჩენილთა).
1.2.  „ალუმნაის „ პროგრამით  შეძენილი წიგნებით  ბიბლიოთეკის  შევსება.
1.3. კონკურსის ჩატარება: „გაგოვავლინოთ საუკეთესო მკითხველი“.
1.4. დისკუსიის  მოწყობა  წაკითხული მასალის ირგვლივ.

2. დამრიგებლის ჩართულობა  კითხვის  ტექნიკის  გაუმჯობესებისათვის  „მიმოწერის დღიურის“  საშუალებით.
2.2. ბიბლიოთეკის  მუშობის   გააქტიურებაში
დამრიგებლის როლის გაზრდა.(წიგნის გატანა-დაბრუნების გაკონტროლება).
2.3. მშობლის (ოჯახის)  საშუალებით პროცესის მონიტორინგის გაწევა.
2.4. საბავშვო  პოეტის  მოწვევა  ,  პოეზიის  საღამოს მოწყობა.

3.“დიდი  წიგნების“  ერთობლივად კითხვა.
3.2. „დიდი წიგნის“ დამზადება.

4.    „მკითხველთა თეატრი“
4.2.            როლების გადანაწილება.
4.3.            ჯგუფური მუშაობა
4.4.            მოსამზადებელი პერიოდი (რეპეტიციები, რეკვიზიტების,მოსაწვევების,აფიშის დამზადება)
4.5.            წარმოდგენის მოწყობა
4.6.            შეფასება

6.პროექტორის  საშუალებით  საინტერესო ტექსტის  ჩვენება  და  გამომეტყველებით  წაკითხვა.

7.ინტერნეტის საშუალებით საყვარელი პოეტის ლექსის  მოძიება და მხატვრულად წაკითხვა.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი
ქართული ენა და ლიტერატურა. ხელოვნება. ისტი.
პროექტის ხელმძღვანელი
  ნინო სხირტლაძე (დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძღვანელი)
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
Sxirtladze.nino5@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი
/ბლოგი